
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და დღეს ციხის გისოსებიდან პირველად გამოჩნდა, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა – „მიყვარხართ“ და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია. დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო! შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები“, – წერია პოსტში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკზე გავრცელდა.
ნახეთ კადრები, როგორ ესალმება სააკაშვილი აქციის მონაწილეებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















