18:06 | 2021-04-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას – ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზი

შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას – ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზი

შევძლებთ თუ არა ზაფხულში ზღვაზე დასვენებას – ამ კითხვით „პრაიმტაიმმაალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მიმართა. მისი განმარტებით, წინასწარ პროგნოზი რთულია, თუმცა, ყველაფერი ვაქცინაციის პროცესზეა დამოკიდებული.

 

 

„ახლა ძნელია იმის პროგნოზირება, ზღვაზე დასვენებას შევძლებთ თუ არა, თუმცა, 90%-ით ვიმედოვნებ, რომ დიახ, შევძლებთ. როგორც ექიმი, 10%-ს ვიტოვებ, არ ვიცი, რა ტიპის შეზღუდვები იმოქმედებს.

 

 

სტაციონარული ავადმყოფების რიცხვი მატულობს, მოიმატა​ სიკვდილობამაც - დავით გადელია
2021-04-05სტაციონარული ავადმყოფების რიცხვი მატულობს, მოიმატა​ სიკვდილობამაც - დავით გადელია

 

თუ მოსახლეობის ვაქცინირების მაჩვენებელი ზაფხულში, იქნება მაღალი მოსწრება, მაშინ ვაქცინირებული ხალხისთვის ვაქცინაციის პარალელურად ზღვაზე წასვლა და სასტუმროში დაბინავება, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა კვლავ სკეპტიკურად იქნება განწყობილი ვაქცინაციის მიმართ, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ვირუსის ახალი ტალღა წამოვა.

 

 

ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი - გიორგი ფხაკაძე
2021-04-05ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი - გიორგი ფხაკაძე

 

„ამ შემთხვევაში ახალი ტალღის წინაშე აღმოვჩნდებით და საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც წლების განმავლობაში ვირუსი იცირკულირებს. შეიძლება ვირუსი გაქრეს ბევრ ქვეყანაში და პანდემია ევროკავშირმა, ამერიკამ და სხვა წარმატებულმა ქვეყნებმა ჩააცხრონ, ჩვენ დავრჩებით ქვეყანა, სადაც წლების განმავლობაში იქნება კორონა და არავინ მოგვეკარება.

 

 

ჩვენთვის კოვიდის დამარცხება მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმი აღდგეს, რადგან ერთადერთი და მნიშვნელოვანი შემოსავალი ესაა. ჩემი უფლება რომ იყოს, საზღვაო კურორტებსა და სასტუმროებში პრიორიტეტულ უფლებას მარტო ვაქცინირებულ ადამიანებს მივცემდი. მაგრამ ეს სიტუაციურად გაირკვევა, წინასწარ საუბარი მიჭირს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა ჩვენთან საუბრისას.

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X