11:32 | 2021-03-01 ავტორი: Prime Time

შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი – სალომე ზურაბიშვილი

შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი – სალომე ზურაბიშვილი

შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციას მართავს.

 

“დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ეს ყველაფერი ჩვენს ხელში არის, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შეასრულოს და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პირველ შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა.

 

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს.

 

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

ავტორი: Prime Time

X