
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით დღეს განიხილავს.
შეზღუდვების დაწესება მთავრობამ შესაძლოა 15 ივლისამდე შეძლოს – ამის შესახებ ინიციატივა ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც, გარდამავალ დებულებაში შეზღუდვების მოქმედების კონკრეტული ვადა უნდა ჩაიწეროს.
დღეს საკითხი საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილება, შემდეგ კი კონკრეტული ვადის მიხედვით, პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს.
გუშინ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შეზღუდვების დაწესება პირველი მოსმენით, 80 ხმით მიიღეს.
მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცვლილებებს საბოლოოდ დაამტკიცებს, საქართველოს მთავრობა იმ შეზღუდვების ჩამონათვალს გაასაჯაროებს, რომელიც 23 მაისიდან კვლავ ძალაში იქნება.























