12:32 | 2020-05-04 ავტორი: ალექსი ქამადაძე

შეზღუდვების მოხსნა საქართველოსა და მსოფლიოში – ბოლო ინფორმაცია მოკლედ

შეზღუდვების მოხსნა საქართველოსა და მსოფლიოში – ბოლო ინფორმაცია მოკლედ

პანდემიის ფონზე ზოგიერთი ქვეყანა შეზღუდვების შემსუბუქებას აგრძელებს.

 

იტალია, ესპანეთი, მალაიზია, ლებანონი და საქართველოც იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ორშაბათიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებს ამსუბუქებენ.

 

შეზღუდვები აღარ ვრცელდება ქარხნების ამუშავებაზე, სამშენებლო საქმიანობებზე, სალონებსა და ბიბლიოტეკებზე.

 

განსაკუთრებით საინტერესოა იტალია, სადაც კორონავირუსით 29 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და წითელ ზონად იყო გამოცხადებული.

 

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა უკვე 3,5 მილიონს გადააჭარბა, ხოლო სიკვდილის მაჩვენებელი 250 ათას უახლოვდება.

 

მსოფლიოში ახალი შემთხვევები, წინა კვირასთან შედარებით 2-3%-ით გაიზარდა.

 

ბევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა შეზღუდვების შემსუბუქება, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს კონკრეტული სტრატეგია, რომ „მეორე ტალღა“ არ დაიწყოს.

 

ახალი ზელანდია და ავსტრალია

 

ორი ქვეყანა უკვე განიხილავს ფრენების აღდგენის საკითხს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ახალ ზელანდიაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

Davos 2020: Business leaders worried about coronavirus from China

 

ავსტრალია და ახალი ზელანდია კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია უფრო დაბალია ვიდრე ამერიკაში ან ევროპულ ქვეყნებშია.

 

ორივე ქვეყანა თავის წარმატებულ ბრძოლას კორონავირუსთან აკავშირებს სოციალური დისტანცირების შეზღუდვას და მასობრივ ტესტირებას.

 

საქართველო და მეზობელი ქვეყნები

 

ნახეთ: რა შეზღუდვები მოიხსნა საქართველოში

 

სომხეთი

 

დღეიდან, 4 მაისიდან სომხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება.

 

Armenia: Coronavirus cases surpa Armenia: Coronavirus cases sss ...

 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში კორონავირუსითინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50-დან 100-მდე გაიზარდა გაიხსნება მაღაზიები, რესტორნები, ბარები, მოიხსნება შეზღუდვა გადაადგილებაზე.

 

აზერბაიჯანი

 

ასევე დღეიდან, ​აზერბაიჯანში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება იწყება.

 

შეზღუდვების შერბილება ეტაპობრივად განხორციელდება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში. კერძოდ, 4 მაისიდან ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, ლენქორანსა და აფშერონში მუშაობას განაახლებენ სახელმწიფო სტრუქტურები, სავაჭრო ობიექტები და სილამაზის სალონები. ასევე გაიხსნება რესტორნები და კაფეები.

 

ქვეყნის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, კარტანტინის რეჟიმი შესაძლოა, კვლავ გამკაცრდეს.

 

Pre-coronavirus, the Caucasus was liking the Chinese tourism bump ...

 

თურქეთი

 

განსხვავებული სიტუაციაა თურქეთში. დღეიდან თურქეთის ხელისუფლება ​კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ხვალიდან თურქეთში ამოქმედდება შემდეგი დამატებითი შეზღუდვები, ინფორმაციას საქართველოს სალჩე ავრცელებს.

 

Coronavirus: Turkey to shut schools and universities | Middle East Eye

 

ხვალიდან, მომდევნო 15 დღის განმავლობაში, თურქეთის 30 მთავარ ქალაქში, ასევე, ქ. ზონგულდაქში აიკრძალება ავტომობილების შესვლა და გასვლა. საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვა, შესაძლებელია გაგრძელდეს 15-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც.

 

თურქეთის მასშტაბით, ქუჩაში გასვლა იკრძალება 65 წელს გადაცილებული, ასევე, 20 წელს ქვემოთ და 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული მოსახლეობისთვის.

 

ბაზრებსა და მარკეტებში მოსახლეობისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება;

 

პირი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ დაიცავს 3 ნაბიჯიან დისტანციას, დაჯარიმდება.

 

საქართველო

 

ხვალიდან, 5 მაისიდან საქართველოში შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი დაიწყება, კერძოდ:

 

მუშაობას განაახლებს ავტოსარემონტო კომპანიები;

 

5 მაისიდან სამშენებლო კომპანიები მუშაობას განაახლებენ;

 

ასევე შეზღუდვები მოიხსნება ჩაკეტილ ქალაქებზე, ბათუმსა და ქუთაისზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, შეზღუდვები არ მოხსნილა თბილისსა და რუსთავზე, მისივე თქმით, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გართულდება შეზღუდვები ამ ორ ქალაქზეც მოიხსნება.

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X