
ხვალიდან ქუთაისში სატრანსპორტო გადადგილება გაიხსნება. თუმცა, ქალაქის შესასვლელში განთავსებული საგუშაგოები კვლავ დარჩება. ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
„საკონტროლო-გამშვები პუნქტების როლი იყო მნიშვნელოვანი. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აღმოუჩინეს მამაკაცს მაღალი ტემპერატურა, ვისაც მოგვიანებით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა“, – განმარტა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
შეზღუდვების მოხსნა ეხება ბათუმსა და ქუთაისს, თუმცა, დროებით თბილისსა და რუსთავში არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება.






















