23:51 | 2020-06-11 ავტორი: Prime Time

შეზღუდვების მოხსნის შედეგებს ახლა ვხედავთ -თამარ გაბუნია

შეზღუდვების მოხსნის შედეგებს ახლა ვხედავთ -თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის შედეგების პირველ ნიშნებს სწორედ ახლა ვხედავთ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-06-11თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საუბარი შეგვიძლია იმაზე, რომ კონტაქტების რიცხვი არ არის ძალიან ფართო და კონტაქტების მხრივ, პრობლემა არ დგას. პრობლემა იმაშია, თუ საიდან გაჩნდა ეს შემთხვევები.

 

„ბევრი შეზღუდვა გავიარეთ პრაქტიკულად უმტკივნეულოდ, არანაირი ცვლილება ამას არ გამოუწვევია, თუმცა ნელ-ნელა ჩნდება ის ნიშნები, რომელიც თავიდანვე მოსალოდნელი იყო.

 

ბუნებრივია, შეზღუდვები დაწესდა იმისთვის, რომ არ გვქონოდა ვირუსის სწრაფი გავრცელება მოსახლეობაში“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი: Prime Time

X