13:40 | 2020-04-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

პრემიერის მრჩეველი მოსახლეობას აფრთხილებს

პრემიერის მრჩეველი მოსახლეობას აფრთხილებს

ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე შეზღუდვების შემსუბუქების პირველ ეტაპზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, ის სერვისები, რომელიც პირველ ეტაპზე აღდგება, განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უწყებების პროტოკოლის მკაცრი დაცვით.

 

„ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ეს შეზღუდვის მოხსნა განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლის და, ასევე, შესაბამისი სამინისტროების შესაბამისი რეგულაციების მკაცრი დაცვით.

 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ დავიცვათ ეს მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იხსნება ეკონომიკური შესაძლებლობები და გარკვეულწილად მსუბუქდება შეზღუდვები, ჩვენ აუცილებლად დავიცვათ ყველა მოთხოვნა, რომელიც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს.

 

აქვე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება.

 

ეს არის მხოლოდ ეტაპი, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველვყოთ მაქსიმალური სიფრთხილე იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს კორონავირუსი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

დღეიდან საქრთველოში გარკცეული შეზღუდვები მოიხსნება.

 

იხილეთ, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა:

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X