19:25 | 2021-10-04 ავტორი: Prime Time

შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე – მიხეილ სააკაშვილი

შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე – მიხეილ სააკაშვილი

ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მონახულების შემდეგ გვარამიამ, სააკაშვილის ციხეში დაწერილი წერილი წაიკითხა.

„თავი შეიკავეთ განცხადებებისგან სააკაშვილის სახელით“ - ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს 
2021-10-04„თავი შეიკავეთ განცხადებებისგან სააკაშვილის სახელით“ - ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს 

 

„მინდა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ. დავბრუნდი საქართველოში, რათა დავეხმარებოდი ჩვენ ხალხს ხელისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო რეჟიმმა დამაკავა. მე თავისუფალ ადამიანად ვრჩები გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ, იცით მე გამოვაცხადე შიმშილობა და მე მას არ შევწყვეტ არცერთ შემთხვევაში , სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები.

 

მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში. თუ ჩემი არსებობით მეც ვეღარ დავეხმარები ჩემ ხალხს , მზად ვარ ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლე და სიკვდილიც. ზუსტად ვიცი რაზეც მივდივარ. არ მსურდა გული მეტკინა ჩემი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის , თუმცა უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე, ჩემს უგონოდ ყოფნის შემთხვევაში სამედიცონო რაიმე ტიპის ჩარევაზე. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად არამედ პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად, ძალიან მიყვარხართ ყველანი“, – წერია მიხელ სააკაშვილის განცხადებაში.

 

 

ავტორი: Prime Time

X