12:23 | 2021-03-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამშრომლები დააჯილდოვა

შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამშრომლები დააჯილდოვა

შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ უწყების თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობების კეთილსინდისიერი შესრულებისა და მიღწეული წარმატებისათვის დააჯილდოვა.

 

ღონისძიების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის 8 თანამშრომელს გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ 3 თანამშრომელი დაჯილდოვდა მედლით „სასაზღვრო პოლიციაში უმწიკვლო სამსახურისთვის“ 2 თანამშრომელს კი უფროსი სპეციალური წოდება ვადაზე ადრე მიენიჭა.

 

პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ პირად შემადგენლობას ერთგული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის 150-მდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X