16:34 | 2021-06-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

შირაქის ველზე, ​ ატომობილს, რომელსაც გამხმარი ბალახი გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა 

შირაქის ველზე, ​ ატომობილს, რომელსაც გამხმარი ბალახი გადაჰქონდა, ცეცხლი გაუჩნდა 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, შირაქის ველზე მოხდა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარი ბალახით დატვირთულ “ფორდ ტრანზიტის” მარკის ავტომობილს გაუჩნდა.

 

ავტომანქანის მფლობელს ბალახი მინდვრიდან სახლში გადაჰქონდა.​ ფორდში მყოფმა მგზავრებმა მანქანის დატოვება დროულად მოასწრეს.

 

ადგილზე პოლიცია იმყოფება.

 

 

 

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X