
„კურიერმა” დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური დანაშაულის საქმეზე დამატებითი დეტალები გაარკვია.
დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი დაზარალებული 12 წლის მოზარდის სახლში მივიდა, სადაც მამა და არასრულწლოვანი ბიჭი ცხოვრობენ. ბრალდებულმა მიიღო ალკოჰოლი და აღნიშნული დანაშაული სწორედ ამის შემდგომ მოხდა, რასაც მოგვიანებით მოზარდის მამა შეესწრო. ხმაურზე სავარაუდოდ მეზობელმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდგომაც სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.
12 წლის ბიჭს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მოზარდი უკვე გამოიკითხა სოცმუშაკების თანდასწრებით.
„ერთმანეთს იცნობდნენ უფრო მეტად, მე არ ვიცნობდი კარგად. შევესწარი. ტიტვლები იყვნენ და მეტი რა უნდა მენახა… გავლახე, იმ ღამესვე დავიჭირე. მარტო ვცხოვრობთ მე და ბავშვი,” – განაცხადა მოზარდის მამამ.
მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
მეგის ქარდავამ გაუპატიურებისმუქარით აიძულა პატიმარი თავისივე დაწერილი ჩვენება შეეჭამა
12 წლის ბიჭზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით სამეგრელოში 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს
საქართველოში ქორწინებამ იკლო, თუმცა მოიმატა მეორედ ქორწინების მსურველი ქალების რიცხვმა






















