
კადრები, რაც ვნახეთ, იყო შოკისმომგვრელი. ბოლო პერიოდში ასეთი მასობრივი ძალადობა, ჩემი კოლეგები ესეთი დაუცველები არ მინახავს, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა თამარ ურუშაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს და ამაზე უნდა მოხდეს უმკაცრესი რეაგირება. ის პირობვები, რაშიც ახლა მუშაობდით, ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელია“, – განაცხადა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, ამ რუსთაველის გამზირზე ქაოსი და არეულობაა – “თბილისი” პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ისინი თავს დაესხნენ “კურიერის” გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად გაუსწორდნენ “რუსთავი 2”-ის ოპერატორს.
ფიზიკური დაპირისპირებაა ადგილზე ვითარება ამ წუთებში უკიდურესადაა დაძაბული. ჰომოფობიური ჯგუფებს და სამართალდამცველებს შორის.
ასევე ნახეთ:























