
ესპანეთში დიდთოვლობაა. სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი და ხმელთაშუა ზღვისპირეთი დააზიანა.
ამ დროისათვის დახურულია ათობით საავტომობილო გზა. 120 000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიას 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათი უმეტესობა დიდთოვლობის გამო სახლების ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.
განგაშის მაღალი დონე ქვეყნის 9 პროვინციაშია გამოცხადებული.






















