17:36 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

შოკისმომგვრელი შემთხვევა ათენში: 34 წლის ქალს სამსახურთან დახვდნენ და სახეში მჟავა შეასხეს

შოკისმომგვრელი შემთხვევა ათენში: 34 წლის ქალს სამსახურთან დახვდნენ და სახეში მჟავა შეასხეს

საზოგადოება შოკში ჩააგდო შემთხვევამ, რომელიც ათენში, კერძოდ კი, კალითეაში მოხდა.

 

34 წლის იოანას მთელი სახე და ხელები აქვს დამწვარი, დაკარგა ერთი თვალი და არსებობს მეორის დაკარგვის საშიშროებაც.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ის 09:30 საათზე თავის ოფისში, სამსახურში მივიდა და ლიფტის კართან შავებში ჩაცმული ქალი დახვდა.

 

ნახეთ ვიდეო თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ↓↓↓

 

 

თავდამსხმელს, რომელსაც პირბადე ეკეთა, იოანას დიდი რაოდენობით მჟავა პირდაპირ სახეში შეასხა.

 

დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

 

34 წლის იოანა ვერ აცნობიერებდა, თუ რა მოხდა და შოკურ მდგომარეობაში, საშინელი ტკივილის ფონზე, დახმარებას ითხოვდა.

 

მის ყვირილზე ბევრი ხალხი მივიდა და ის ახლომდებარე აფთიაქში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად მიიყვანეს.

 

ნახეთ ვიდეო თავდასხმის შემდეგ ↓↓↓

 

 

ცნობილია, რომ მწველი ნივთიერებისგან დაშავდა ფარმაცევტი გოგონაც, რომელიც იოანას დახმარებას ცდილობდა.

 

ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და არსებობს საფრთხე, რომ მეორე თვალსაც დაკარგავს.

 

მას ღრმა დამწვრობები აქვს სახესა და ხელებზე.

 

Exclusive: ინტერვიუ ქალთან, რომელზეც ქმარი, დედამთილი და მული ძალადობენ
2020-05-21Exclusive: ინტერვიუ ქალთან, რომელზეც ქმარი, დედამთილი და მული ძალადობენ

 

პოლიცია ცდილობს თავდამსხმელი ქალის ვინაობა დაადგინოს კამერების საშუალებით. ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.

 

 

„ჩემი გოგონა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. სახეში მჟავა შეასხეს, სხვა არაფერი ვიცი.

 

რაც შემს შვილს შეემთხვა ტრაგიკულია. ვიმედოვნებ, რომ ექიმებისგან რაიმე კარგ ამბავს გავიგებ. ვერ ვიჯერებ, რომ ვინმეს უნდოდა ჩემი შვილისთვის ევნო,” – ამბობს დაზარალებულის მამა.

ავტორი: Prime Time

X