11:45 | 2020-09-18 ავტორი: Prime Time

„შოკში ვარ“ – რუსი არტისტი თბილისის „ლოკომოტივის“ მოგებამ აღაშფოთა

„შოკში ვარ“ – რუსი არტისტი თბილისის „ლოკომოტივის“ მოგებამ აღაშფოთა

რუსეთის სახალხო არტისტი, მომღერალი ლევ ლეშჩენკო მოსკოვის “დინამოსა” და თბილისის “ლოკომოტივის” თამაშის შედეგს გამოეხმაურა და ქართველი ფეხბურთელების მიერ მოგებული მატჩის გამო აღშფოთება ვერ დამალა.

 

„სირცხვილია! სხვა სიტყვას ვერ მოვუძებნი ამას. ინდივინდუალური ტექნიკა არ არსებობს, კომბინირებული თამაში არ არის, არავინ იხსნება. პირველი ტაიმის დროს ვთქვი, რომ ახლა ირბენენ და ყველაფერი დამთავრდება. ასეც მოხდა.

 

ასეთი მარცხი ქომაგებს სურვილს დაუკარგავს სტადიონზე იარონ. ეს ბოლო წვეთი იყო. “დინამოზე” ამჟამად დავდივარ და ალბათ აღარ წავალ. ძალიან მრცხვენია, რომ ამჟამინდელ გუნდს ვქომაგობ. მინდა გასახდელში მივიდე და ვკითხო მათ:” არ გრცხვენიათ ისეთ ბიძიებთან აგებთ თამაშს, რომლებიც დილით, სავარაუდოდ რაღაცებს ყიდიან და საღამოს ფეხბურთს თამაშობენ? შოკში ვარ, ასეთი სამარცხვინო რამ არასდროს მინახავს”, – მიმართავს ლეშენკო მოსკოვის „დინამოს“.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ოკუპანტი ქვეყნის გუნდი ევროლიგის შესარჩევი ტურიდან გააგდო.

ავტორი: Prime Time

X