
ამ სეზონზე ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ეთერში ახალი თოქშოუ ჩაეშვება ბადეში.
„შორენას ეფექტი”, ასე ჰქვია თოქშოუს, რომელსაც მსახიობი და ტელესახე – შორენა ბეგაშვილი წაიყვანს.
გადაცემას „პროფილის“ გუნდი ამზადებს. თოქშოუს პროდიუსერები – მაია ასათიანი და ნიკა ხაჩიძე არიან. როგორც ნიკა “პრაიმტაიმთან” ამბობს, ახალ გადაცემას მალე იხილავს მაყურებელი.
„უკვე ეთერში უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ პანდემიის გამო, გადავწიეთ შოუს გაშვება.
ამ სეზონზე ყველა ვარიანტში დავიწყებთ. გეტყვით იმას, რომ სრულფასოვანი თოქშოუა.
თუ რაზეა ახალი გადაცემა, მალე მისი საინტერესო პრომოდან გაიგებს მაყურებელი.
ამ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ შორენა ასეთ ამპლუაში ნანახი არ გყავთ, სულ სხვა შორენას იხილავთ” – „პრაიმტაიმს“ უცხადებს თოქშოუს პროდიუსერი, ნიკა ხაჩიძე.






















