
მსახიობი შორენა ბეგაშვილი აქტუალურობას არასოდეს არ კარგავს და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.
მისი პირადი ცხოვრება ქმართან დაშორების შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო გახდა, თუმცა შორენა პირადზე აღარ საუბრობს.
მსახიობს დღეს ყვავილების უზარმაზარი და ორიგინალური თაიგული მიართვეს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შორენას სიურპრიზი სახლში სამმა მამაკაცმა აუტანა, რომლებიც თაიგულების კომპანიის თანამშრომლები არიან.
აშკარაა, რომ შორენა ბეგაშვილს სიურპრიზი თაყვანისმცემელმა გაუკეთა. რასაც მისი პოსტიც ამტკიცებს.
„როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იხსნება”- წერს უზარმაზარ თაიგულთან გადაღებულ ფოტოზე უმშვენიერესი მსახიობი.
შეგახსენებთ, შორენა ბეგაშვილი მეორე ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს რამდენიმე თვის წინ დაშორდა.
მათი ახლობლების თქმით, ნანაძე ბეგაშვილთან დაშორებას ძალიან ნანობს, მაგრამ ამაოდ, როგორც ჩანს შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში უკვე ახალი ეტაპიც იწყება.






















