00:38 | 2020-05-25 ავტორი: ნინი ტაველიძე

შოთა არველაძე ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

შოთა არველაძე ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ არველაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

 

„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ.

 

Exclusive: ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ნიკოლოზ ბასილაშვილი
2020-05-24Exclusive: ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ნიკოლოზ ბასილაშვილი

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი.

 

არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“, – წერს არველაძე.

 

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 100 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა.

ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ,…

Posted by Shota Arveladze on კვირა, 24 მაისი, 2020

ავტორი: ნინი ტაველიძე

X