
შოტლანდიაში მცხოვრებ 21 წლის დეიზი იანგს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ 37 კვირის ორსული იყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
დეიზის თქმით, ის მუცლის ტკივილმა შეაწუხა და საავადმყოფოს სწორედ ამიტომ მიმართა.
„მუცლის ტკივილები დამეწყო, მაგრამ თავიდან ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. შემდეგ გამიხშირდა და ამიტომ საავადმყოფოს მივმართე. ექიმებმა კი მითხრეს, რომ 37 კვირის ორსული ვიყავი.
გაოგნებული დავრჩი. ეს შეუძლებელი იყო – ციკლი ისევ მქონდა. მუცელში ვგრძნობდი სიმძიმეს, მაგრამ მეგონა ეს გამუდმებული მუშაობის შედეგი იყო“,- ამბობს დეიზი.
საავადმყოფოს დეიზიმ 14:30-ზე მიაკითხა, რამდენიმე საათში კი (18:48) იმშობიარა.
პატარა ელაიჯა ჯონი 3 კილოგრამი დაიბადა. დეიზი კონტრაცეფცივებს მუდმივად იყენებდა, ამიტომ ვინ არის ბავშვის მამა არ იცის.























