17:53 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

შსს განიხილავს ვერსიას, რომ ნაცემი ოპერატორი ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა

შსს განიხილავს ვერსიას, რომ ნაცემი ოპერატორი ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა

“არ იქნება სწორი, როდესაც გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსია განიხილება”, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახი და დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც ზედმიწევნით შეისწავლის გარდაცვალების მიზეზებს“, – განაცხადა ჭელიძემ.

 

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ავტორი: Prime Time

X