13:36 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

შსს-მ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტიზა შესთავაზა

შსს-მ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტიზა შესთავაზა

შსს-მ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტიზა შესთავაზა.

 

„ტელეკომპანია ტვ-პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

 

დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

 

ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მას აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X