11:22 | 2021-02-23 ავტორი: Prime Time

შსს-მ „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან სერვერები ამოიღო

შსს-მ „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან სერვერები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ფარგლებში პარტიის ოფისიდან სერვერები ამოიღო. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს.

 

უწყების ინფორმაციით, ტექნიკური მოწყობილობა სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოიღეს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულია პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია. პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით ასევე დააკავეს 21 პირი.

 

ავტორი: Prime Time

X