11:39 | 2020-05-16 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ადიგენში დააკავეს კაცი, რომელმაც შვილზე და მოხუც მამაზე იძალადა

ადიგენში დააკავეს კაცი, რომელმაც შვილზე და მოხუც მამაზე იძალადა

საქართვლეოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ადიგენში არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული პირი დააკავა.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ა.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს – 2005 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს. ასევე, ბრალდებულმა მამაკაცმა, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – 1946 წელს დაბადებულ პ.ა.-ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

 

​გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, ასევე, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

​ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X