12:06 | 2020-05-10 ავტორი: თათია ცუკოშვილი

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 61 ფაქტი გამოავლინა

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 61 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 61 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

 

„პოლიციამ, 9 მაისის 21 საათიდან 10 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 57 მოქალაქე დააჯარიმა.

 

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი.

 

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააჯარიმეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები, “- აღნიშნულია განცხადებაში.

 

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X