
ექსპრეზეიდენტ მიხეილ საააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით ვიდეო გაავრცელა:
მან ამომრჩევლებს მოუწოდა, 2 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდნენ და შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ.
„ჩვენ უნდა მივიდეთ 2 ოქტომბერს, ყველამ მივცეთ ხმა და შემდეგ 3 ოქტომბერს შევიკრიბოთ, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი გავავსოთ. თუ 100 ათასი ადამიანი ვიქნებით, ვერავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას. ეს სიღარიბე და საშინელება დასრულდება. აბა თქვენ იცით, თქვენს იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლე, თავისუფლებაც, ყველაფერი, რათა აქ ჩამოვსულიყავი. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, ყველაფერი გამოგვივა, აბა თქვენ იცით. მომავალ შეხვედრამდე, სულ მალე თბილისში“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.
ასევე ნახეთ:























