18:50 | 2020-08-04 ავტორი: ალექსი ქამადაძე

შსს მზადაა ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-სთან ითანამშრომლოს

შსს მზადაა ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-სთან ითანამშრომლოს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ უწყებაში განუცხადეს, სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა.

 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა. ოჯახი მოითხოვს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI ჩაერთოს.

 

„ხალხი ბრბოა, ღმერთო დიდებულო აგვიხილე თვალი“... - რას წერდა თამარ ბაჩალიაშვილი 14 წლის ასაკში
2020-08-04„ხალხი ბრბოა, ღმერთო დიდებულო აგვიხილე თვალი“... - რას წერდა თამარ ბაჩალიაშვილი 14 წლის ასაკში
ავტორი: ალექსი ქამადაძე

X