10:14 | 2020-07-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს ,,Facebook”- ის ადმინისტრაციამ ვერიფიკაცია მიანიჭა

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს ,,Facebook”- ის ადმინისტრაციამ ვერიფიკაცია მიანიჭა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს ,,Facebook”- ის ადმინისტრაციამ ვერიფიკაცია მიანიჭა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმარება.

 

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ,,Facebook”-ის ოფიციალური გვერდის მიზანია ყალბ და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან ბრძოლა, ყალბი ამბების გავრცელების პრევენცია და დეზინფორმაციის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საზოგადოების ინფორმირება ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის მეშვეობით.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X