00:56 | 2020-10-23 ავტორი: Prime Time

შსს-სთან არანირი პრობლემა არ მაქვს – დავით ხვიბლიანი

შსს-სთან არანირი პრობლემა არ მაქვს – დავით ხვიბლიანი

დავით ხვიბლიანი ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო ინტერვიუში 21-22 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ პოლიციამ მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ამოიღო.

„დააკვირდით ბოლო ათ წამს, ფარულად ამყარებს კონტაქტს ტერორისტთან“ - ბანკის ძარცვის ეპიზოდის ახალი კადრები ვრცელდება
2020-10-22„დააკვირდით ბოლო ათ წამს, ფარულად ამყარებს კონტაქტს ტერორისტთან“ - ბანკის ძარცვის ეპიზოდის ახალი კადრები ვრცელდება

 

 

მისი თქმით, ბანკის ვიდეოკამერის კადრებიც დაამტკიცებს, რომ თავდამსხმელის მოკავშირე არ ყოფილა, რადგან კადრებში ჩანს, როგორ დაადო თავდამსხმელმა იარაღი და დარეკვა აიძულა.

 

“მე არანაირი პრობლემა არ მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პირიქით, მადლობებს მიხდიან, რომ ისე მოვიქეცი და რაღაცნაირად ის ტყვეები გავათავისუფლე და კავშირზე გავდიოდი”,- განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

 

შეგახსენებთ, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.

 

04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.

 

გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა.

ავტორი: Prime Time

X