
შუახევში კლინიკა „ევექსის“ თანამშრომელს კოვიდ 19 დაუდასტურდა. როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
„დღეს გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ჩვენს თანამშრომელს კორონავირუსი. ის გადაყვანილია კოვიდკლინიკაში. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. კლინიკაში ჩატარდა დეზინფექცია. გაიტესტა ყველა თანამშრომელი და მათი ტესტების პასუხებს ველოდებით. ამჟამად არც თვითიზოლაციაში და არც კარანტინში არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფება. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“ – აცხადებენ კლინიკაში.
ინფორმაციისთვის, გუშინ კორონავირუსი ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „ევექსის“ კლინიკის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე























