17:43 | 2020-05-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შურისძიებაზე ბევრმა თქვა უარი! – ლუკა კურტანიძე ცნობილი დარბევის შემდეგ განვითარებულ პროცესებზე 

შურისძიებაზე ბევრმა თქვა უარი! – ლუკა კურტანიძე ცნობილი დარბევის შემდეგ განვითარებულ პროცესებზე 

ზუსტად 9 წლის წინ მომხდარი სისხლიანი დარბევისას ერთ-ერთი დაზარალებული ლუკა კურტანიძე „პრაიმტაიმთან“ იმ პოლიტიკურ ვითარებას იხსენებს, როცა ცნობილ მოვლენები განვითარდა:

 

„იყო პოლიტიკური მოძალადე სააკაშვილების, მერაბიშვილების, უგულავების, ბოკერიების, სისტემური დამნაშავეების რეჟიმი, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდათ არანორმალური, რომელიც აგებული იყო სისასტიკეზე, დასჯაზე.

მათ ერი იმ დონეზე მიიყვანეს, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდი ავტორიტეტი ხალხში, ეს დაგროვილი ძალიან დიდი უარყოფითი მუხტი გარდაუვალი სისხლისღვრით დასრულდებოდა..

 

ივანიშვილის გამო, რომელსაც ამხელა ბრძოლაში წინამძღოლობა ვანდეთ, ბევრმა ადამიანმა შურისძიებისგან თავი შეიკავა.“ – აცხადებს კურტანიძე.

 

ის მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის გამო საქართველო დღესაც არ არის სრულად დამოუკიდებელი:

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისი არადიპლომატიური და ხისტი დამოკიდებულებით, ხელი შეუწყო პროვოკაციებს, რომელსაც ყოველთვის თავს გვახვევდნენ მეზობელი ქვეყნები.

 

ამ პროვოკაციაზე, რომელიც რუსეთის ძალიან დიდი ინტერესი იყო, შუაგულ საქართველოში მახვილი ჩაგვცა და საქართველოს ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილის იურისდიქცია კითხვის ქვეშ დადგა.

 

დღეს თითო-თითო მეტრით მოიწევენ და ცენტრალური მაგისტრალი შეუძლიათ ერთ წუთში გადაკეტონ.

 

ჩვენ თუ გვინდა გამართული ქვეყანა და ისტორია შევქმნათ, და მხოლოდ წარსული არ გვქონდეს (ყოველთვის წარსულზე ვაპელირებთ), თუ ახალი და მართალი საქართველო გვინდა, მაშინ ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა.

 

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა კურტანიძე „პრაიმტაიმთან“ იმ ცვლილებებსაც განიხილავს, რაც 2011 წლის 26 მაისის მოვლენების ემდეგ განვითარდა:

 

„შეიცვალა პოლიტიკური ნება, ხელისუფლება, რომელიც დღეს გამორჩეული ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობითაა წარმოდგენილი.

 

ჩვენ პარტიის თავმჯდომარის ირგვლივ არ გავერთიანებულვართ, გავერთიანდით იმ ადამიანის გარშემო, რომელსაც სამშობლოს მიმართ უდიდესი საქმეები ჰქონდა გაკეთებული. ის იყო ლიდერი, რომლისაც სჯეროდა ხალხს.

 

ე.წ ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი განშტოებები და სატელიტები – ეს ადამიანები უნიათობას უწოდებენ იმას, როცა ხელისუფლება ლოიალურია საზოგადოების თუნდაც რადიკალურ ქმედებებზე.

 

ქვეყნის დემოკრატიული მართვა ძალიან დიდ თმენაზე, საზოგადოების მიმართ დიდ ლოიალობაზე და შესმენაზეა დამყარებული“, – ამბობს კურტანიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

VIDEO: „მახსოვს სიტყვები, დახოცეთ ყველა, არავინ დაინდოთ“ - 26 მაისის აქციის დაზარალებული
2020-05-26VIDEO: „მახსოვს სიტყვები, დახოცეთ ყველა, არავინ დაინდოთ“ - 26 მაისის აქციის დაზარალებული
           
საქართველოს დამოუკიდებლბის დღეს მსოფლიოს დედაქალაქებშიც აღნიშნავენ
2020-05-26საქართველოს დამოუკიდებლბის დღეს მსოფლიოს დედაქალაქებშიც აღნიშნავენ

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X