
2020 წლის 19 აპრილამდე შვეიცარიაში შეწყდება მთლიანად საზოგადოებრივი ცხოვრება. ფედერალურმა საბჭომ პანდემიის ფონზე გაამკაცრა ზომები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სავაჭრო წერტილების, მაღაზიების, რესტორნების, ბარებისა და სხვა გასართობი ადგილების დახურვის შესახებ განაცხადა. მთლიანი შემდგომი თვე დახურული იქნება სკოლებიც.
შვეიცარიამ კორონავირუსის გავრცელებას „საგანგებო სიტუაციის“ სტატუსი მიანიჭა. „ხელისუფლება მოსახლეობას პროდუქციით, მედიკამენტებითა და სხვა საჭირო ნივთების მომარაგების გარანტიას აძლევს“, – აცხადებენ შვეიცარიის ფედერალურ საბჭოში.
აღსანიშნავია, რომ ღია დარჩება მიწოდების სერვისის კაფე-რესტორნები, აფთიაქები და ზოგიერთი მაღაზია. ასევე ავტოგასამართი სადგურები, რკინიგზის სადგური, ბანკები, სასტუმროები. ყველა საჯარო უწყება, რომელიც ღია იქნება უნდა დაიცვას უსაფრთხოების ზომები, რომელიც შეიმუშავა ფედერალურმა საბჭომ.
განსაკუთრებული რისკის მქონე ადამიანები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე. საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ კერძო დამსაქმებელი საჭიროდ ჩათვლის, მას შეუძლია, რომ ანაზღაურებადი შვებულების უფლება მისცეს თანამშრომელს.
უახლოეს დღეებში, შეიარაღებული ძალების მხრიდან დახმარების საჭიროება იმატებს. ამასთან დაკავშირებით, შვეიცარია 8 000 სამხედროს მობილიზაციის შესახებ აცხადებს, რომელიც 2020 წლის ივნისიდან იმოქმედებს. სამხედროებმა უპირველეს ყოვლისა უნდა დაეხმარონ საქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სფეროში და საკუთარ თავზე აიღონ მატერიალურ-ტექნიკური საქიანობის შესრულება ამ სფეროში. გარდა ამისა, არმია უნდა დაეხმაროს სამართალდამცველებს წესრიგის დამყარებაში.
ბოლო მონაცემებით შვეიცარიაში კორონავირუსის 2,200 შემთხვევა გამოვლენილი. ამათგან გარდაიცვალა 14 პაციენტი.






















