
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები აღარ არიან.
სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულება ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
რა ემოციებთან არის ეს დაკავშირებული და როგორი იქნება ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება – ამაზე სასაუბროდ „პრაიმტაიმი“ კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს დაუკავშირდა, თუმცა, ინტერვიუზე საპატიო მიზეზის გამო უარი გვითხრა:
„შვილებთან ვარ, ძლივს, მოგვიანებით ჩავწეროთ, გთხოვთ“.
შეგახსენებთ, ის ყველაზე სენსიტიურ საკითხზე საუბრობდა და ამბობდა, რომ თვეებია შვილები არ უნახავს.
„მყავს ოჯახი, 3 შვილი. სიმართლე გითხრათ, „სკაიპითაც“ არ ვუყურებ, იმიტომ რომ მერე მადგება თვალზე ცრემლი და არ მინდა ცრემლიანი თვალებით დამინახონ ბავშვებმა. შვილები ერთი თვე არ მინახავს“, – ამბობდა რატიანი.























