21:08 | 2020-07-06 ავტორი: თამთა თორდია

„ტიროდა, შვილი მეორედ მომიკლესო“ – გიორგი შაქარაშვილის დედის რეაქცია სატელევიზიო სიუჟეტებზე

„ტიროდა, შვილი მეორედ მომიკლესო“ – გიორგი შაქარაშვილის დედის რეაქცია სატელევიზიო სიუჟეტებზე

მედიაში გასული სიუჟეტის ნახვის შემდეგ, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა, გიორგის დედა ცუდად გახდა. ამის შესახებ ოჯახის ნათესავი და მისი უფლებების დამცველი მირიან ნიკოლაძე აცხადებს

გიორგი საზარელ ღამემდე დაბადების დღის საჩუქარზე დედასთან მოვიდა, შემოგვანათა და დაგვტოვა...- რას ყვებიან გიორგის მშობლების თანამშრომლები 
2020-06-30გიორგი საზარელ ღამემდე დაბადების დღის საჩუქარზე დედასთან მოვიდა, შემოგვანათა და დაგვტოვა...- რას ყვებიან გიორგის მშობლების თანამშრომლები 

 

 

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, თქმით, ერთ-ერთი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდგომ, მას გიორგის დედამ ტირილით დაურეკა და უთხრა, რომ „შვილი მეორედ მოუკლეს“:

 

„ბავშვის გარდაცვალებაზე მეტად, სკანდალები და რეიტინგები აღელვებთ. მე არ მინახავს სიუჟეტი. გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო, მითხრა.

 

არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია გიორგის. მას რაც დაზიანებები ჰქონდა, ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო. კიდევ ყურთან დაკავშირებით რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოცლილი ჰქონდა, ესეც სიცრუეა. ექსპერტმა ბევრჯერ თქვა გარკვევით, რომ ეს დაზიანებები არ იძლევა რამეს მტკიცების საფუძველს ამ ეტაპზე“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

 

გასულ სიუჟეტში ნაჩვენები იყო, თუ რა დაზიანებები ჰქონდა 19 წლის გიორგი შაქარაშვილს.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად არის ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან.

 

19 წლის ახალგაზრდას სხეულზე 10-მდე დაზიანება ჰქონდა, მათ შორის საუბარია მოტეხილობებზე.

 

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის თქმით, სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა გიორგი შაქარაშვილის დედის ცუდად გახდომა.

ავტორი: თამთა თორდია

X