23:37 | 2021-03-08 ავტორი: Prime Time

შვილი რომ გავაჩინე, მეუღლეს უკვე დაშორებული ვიყავი – ვინ ეხმარება მარიკა თხელიძეს შვილის აღზრდაში

შვილი რომ გავაჩინე, მეუღლეს უკვე დაშორებული ვიყავი – ვინ ეხმარება მარიკა თხელიძეს შვილის აღზრდაში

მომ­ღე­რა­ლი მა­რი­კა თხე­ლი­ძე 27 წლის იყო, როცა დედა გახ­და. ნი­კო­ლო­ზი რომ და­ი­ბა­და, მა­რი­კა მე­უღ­ლეს­თან უკვე და­შო­რე­ბუ­ლი იყო და მშობ­ლე­ბის მთე­ლი ტვირ­თი მას და­აწ­ვა. თუმ­ცა, გვერ­დით ედგა დედა და ბავ­შვის აღ­მზრდე­ლი, რო­მე­ლიც დღემ­დე ზრუ­ნავს ნი­კო­ლოზ­ზე. მომ­ღე­რა­ლი დე­დის ამ­პლუ­ა­ში mshoblebi.ge-მ ჩაწერა.

 

ის დედობის პირველ შეგრძობაზე ყვება.

 

„2016 წელს და­ი­ბა­და ნი­კო­ლო­ზი, 27 წლის ვი­ყა­ვი. ძა­ლი­ან მინ­დო­და შვი­ლი და სრუ­ლი­ად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი. და­ბა­დე­ბის წა­მი­დან სულ სხვა­ნა­ი­რად შეც­ვა­ლა ამ პა­ტა­რა ადა­მი­ან­მა ჩემი ცხოვ­რე­ბა, სულ სხვა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ფი­ლა შვი­ლი, ესაა უდი­დე­სი სტი­მუ­ლი, რო­მე­ლიც ბევრ კარგ რა­მეს გა­კე­თე­ბი­ნებს

 

რამდენადაც მეგონა, რომ სრულიად გააზრებული მქონდა ჩემი ეს ნაბიჯი და მზად ვიყავი, გზადაგზა ვაცნობიერებდი, რომ თურმე, მთლად ასეც არ ყოფილა. უბრალოდ ცხოვრებაში რაღაცებს ვერ გათვლი, მაშინ მოხდა ისე, რომ დავრჩი მარტო და ნიკოლოზი რომ გავაჩინე, უკვე მეუღლეს დაშორებული ვიყავი. თუმცა, დედა სულ და ყოველთვის გვერდით მყავდა და მყავს, ასევე ნათია, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია და დაბადებიდან მეხმარება ნიკოლოზის გაზრდაში. ვთვლი, რომ ძლიერი ვარ და ეს რთული პერიოდიც გადავიტანე, თანდათან ვრწმუნდები, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია“,- ამბობს მარიკა.

 

ავტორი: Prime Time

X