
ჩოხატაურში, სოფელ გუთურში 26 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
ავთო კალანდაძე საკუთარ ეზოში ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით დღეს მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა ვალს უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ გარდაცვლილის ოჯახს დაურეკა და უთხრა, რომ შური იძია.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია.























