00:54 | 2021-09-05 ავტორი: თამარ ბუჩუკური

შვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დედა დაჭრა – რა მოხდა ილიას ტერიტორიაზე

შვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დედა დაჭრა  – რა მოხდა ილიას ტერიტორიაზე

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ილიას ტერიტორიაზე მოხდა. მამაკაცმა საკუთარ დედას ცეცხლსასროლი იარაღიდან მას შემდეგ ესროლა, რაც გარედან ძაღლების ყეფა შემოესმა და ჩათვალა, რომ მძარცველები მის სახლში შეღწევას ცდილობდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

 

ირკვევა, რომ თავდაპირველად ისინი გარეთ ერთად გავიდნენ. მამაკაცმა ერთხელ გაისროლა, ხოლო როდესაც იარაღის ტყვიებით შევსებას ცდილობდა, სანამ გარეთ მყოფ მძარცველებს დაუმიზნებდა, სრულიად შემთხვევით, ტყვია დედამისს მოხვდა.

 

როცა მიხვდა, რომ საკუთარი დედა დაჭრა, დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარება გამოიძახა და დაშავებული ჯერ ამალიადას, შემდეგ კი, პირგოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ჯერჯერობით უცნობია, რა მდგომარეობაშია დაჭტრილი ქალი. ასევე, ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია წაუყენებენ თუ არა ბრალს მის შვილს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X