23:54 | 2020-09-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შვილს მამისთვის უთხოვია, მანქანით გამასეირნეო… – ახალი დეტალები გორში მომხდარ ტრაგედიაზე

შვილს მამისთვის უთხოვია, მანქანით გამასეირნეო… – ახალი დეტალები გორში მომხდარ ტრაგედიაზე

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვივთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

12 წლის მოზარდი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა, დროებით სხვასთან იყო მინდობით აღზრდაში. მამას ის სახლში რამდენიმე დღის წაყვანილი ჰყავდა.

 

„შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, შვილს მამისთვის უთხოვია მანქანით გამასეირნეო. მამა ნასვამ მდგომარეობაში იყო, მაგრამ შვილს უარი ვერ უთხრა“, – ამბობენ მეზობლები.

 

„ხეს შეახეთქა და მოკლა ბავშვი...“ - რას წერს დავით მესხიშვილი ტყვიავთან მომხდარ ავარიაზე
2020-09-06„ხეს შეახეთქა და მოკლა ბავშვი...“ - რას წერს დავით მესხიშვილი ტყვიავთან მომხდარ ავარიაზე

 

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რომელსაც ბავშვის მამა მართავდა. არსებული ინფორმაციით, მამას შვილი კალთაში ეჯდა.

 

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მედპერსონალის განცხადებით, კლინიკაში შეყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X