15:53 | 2021-10-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“სიახლის მოლოდინის ასაკია… იცით, რა მიხარია?…” – ნახეთ, რას გვიმხელს და რამდენი წლის გახდა თიკა ფაცაცია

“სიახლის მოლოდინის ასაკია… იცით, რა მიხარია?…” – ნახეთ, რას გვიმხელს და რამდენი წლის გახდა თიკა ფაცაცია

თიკა ფაცაცია დღეს 40 წლის გახდა. “რუსთავი 2”-ის სახე დილიდან უამრავ თბილ მილოცვას, სიყვარულს და პოზიტივს იღებს და წრფელი ემოციით აბრუნებს.

 

ცნობილი გახდა მოდელობით, მომღერლობა ჯფუფი “სეთით” დაიწყო, შემდეგ კი სოლო კარიერას მიჰყო ხელი.

 

“რუსთავი 2”-ზე, ამჯერად, სამი გადაცემის ნაწილია – “სხვა შუადღე”, “ექიმები” და “ნიჭიერი”. უყვარს ყველა თანამშრომელს გულწრფელობის, ემოციურობისა და სამართლიანობის გამო.

 

 

 

“პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ახლის მოლოდინის ეტაპი აქვს.

 

თიკა ფაცაცია: – შვილებმა მითხრეს, მილიონ სიყვარულს გჩუქნითო. მათი ჩახუტება და მოფერებაა ჩემთვის ჯილდო.

 

შარშან ჩემს დაბადების დღეზე კოვიდი მქონდა და მარტო ვიყავი, დღეს ძალიან მიხარია. მაინც ვერ აღვნიშნავ, მაგრამ იცით, რა მიხარია?! ეს არის ახალი ათწლეული, რომელიც ჩემში დაიწყო. ეტყობა, ეს მახარებს. 40 წლის გავხდი, ამ ასაკის ქალზე ბევრ რამეს ამბობენ. მე 4-იანმა სიხარული მომიტანა. იმედია, ასე იქნება სულ.

 

სიახლის მოლოდინის ასაკია. 20-დან 30 წლამდე ერთი დეკადაა, საკუთარი თავის შეცნობის. 40-დან უკვე გააზრებული ცხოვრებაა, რომელიც სიახლეებს მომიტანს და მეც გააზრებული შევხდები.

 

ბედნიერებას მანიჭებს ის, რომ დღეს ბევრი სიყვარული მივიღე.

 

 

თიკას ტელევიზიაში ბავშვობის მეგობრებმა, ჯგუფ “სეთის” წევრებმა მოაკითხეს და იუბილარს დაბადების დღე, შოკოლადის ტორტით მიულოცეს.

 

ეკა გაბიტაშვილი: – ჩვენ 1995 წლიდან ვმეგობრობთ.

 

სოფო მასხულია: – ერთად მოვდივართ და ჩვენი მეგობრობა დღემდე გრძელდება. თიკა ბავშვობიდან ენერგიული და უშუალოა. ის ასეთია დღესაც.

 

ეკა გაბიტაშვილი: – ასაკმა ხალისი ვერ ჩაუკლა. მგონი, კიდევ უფრო აქტიური გახდა…

 

 

“რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, მისალოცი სიტყვების მოსმენისას, თიკას ემოციები მოეძალა.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X