
„სიბეცეა, არაადეკვატურია, როდესაც ევროპარლამენტარზე, ამხელა რანგის ადამიანზე, საუბრობ, რომ ის „ნაციონალია“, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ასეთი განცხადებები იქნება ის, რაც „ხელისუფლებას „სავოლოო ჯანმში ბოლოს მოუღებს“.
„არასდროს ჩვენს სტრატეგიას, რომელიც მარტში კონკრეტული გამარჯვებით დასრულდება, წინასწარ არ ვამბობდით, სტრატეგიულ ჭრილში გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები, ეს არის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ მექანიზმები.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველა გადაწყვეტილება არის ჩვენს ხელში, საქართველოში. საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ნებას. ამ ნებას ჩვენ ვაჩვენებთ, რასაც ექნება მხარდაჭერა.
სიბეცეა, არაადეკვატურია, როდესაც ევროპარლამენტარზე, ამხელა რანგის ადამიანზე საუბრობ, რომ ის „ნაციონალია“, ამაზე მეტი სამარცხვინო რა შეიძლება იყოს?! ამაზე მეტი სიურცხვე რა შეიძლება ჩაიდინოს?! ეს იქნება, რაც მათ საბოლოო ჯამში მოუღებს ბოლოს“,- განაცხადა ვაშაძემ.
დღეს კიდევ ერთმა გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მაიკლ გალერიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტპატიმრების თემა ლაკმუსის ქაღალდი იქნება ხელისუფლებისთვის.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.
ოპოზიციური პარტიები 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.
ამავე თემაზე: პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არ დაუდია – არჩილ თალაკვაძე






















