21:58 | 2021-06-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა რაოდენობის ბავშვები ტოვებენ, ყოველწლიურად საქართველოში სიღარიბის გამო საკუთარ ოჯახებს

რა რაოდენობის ბავშვები ტოვებენ, ყოველწლიურად საქართველოში სიღარიბის გამო საკუთარ ოჯახებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამმბობს, რომ ყოველწლიურად იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც სიღარიბის გამო ტოვებენ საკუთარ ოჯახებს და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ გადადიან.

 

„საერთაშორისო სტანდარტებით ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობაც აღიარებს არ შეიძლება ოჯახის სიღარიბე გახდეს ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის და სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის საფუძველი.

 

თუ ოჯახი არის ღარიბი, სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ოჯახს, რომ ჰქონდეს ბავშვების შენახვის, მათი რჩენის საშუალება.

 

თუმცა, როდესაც მე გავხდი სახალხო დამცველი, იმ წელს ეს რიცხვი იყო 12%, გამოყვანილი ბავშვების და 12 დან 20%-მდე მერყეობს ბოლო წლებში ეს რიცხვები.

 

რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით რეალურად წლიდან წლამდე ეს რიცხვი არა თუ მცირდება, არამდე ხშირ შემთხვევაში იზრდება კიდევაც, სიღარიბის მოტივით ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის მიზეზი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ „პოსტ-სკრიპტუმში“.

 

ნახეთ ვიდეო ⇓

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X