
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელ ერისიმედში, შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს. სოფელში შესძლო კარანტინის შემოღების მიზეზი, სოფელ ერისიმედში მამაკაცის კორონა ვირუსით ინფიცირებაა. წინასწარი ინფორმაციით, ინფიცირებულს სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებთან ჰქონდა კონტაქტი.
დღეს, მამაკაცს სპეციალიზებულ კოვიდ კლინიკაში გადაიყვანენ, სოფლის მოსახლეობისათვის ჩატარებული ტესტირების პასუხები კი, უახლოეს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
კახეთში კორონა ვირუსი დაუდასტურდა, კიდევ ოთხ პირსაც, რომელთაგან ერთ- ერთი სამარშუტო ავტომანქანის მძღოლია და თელავის მუნიციპალიტეტში, ორის სოფლის მოსახლეობას ემსახურებოდა.
მთლიანობაში, კახეთის რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 74- მდე გაიზარდა.























