
სიღნაღის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის საუკუნის პროექტი განხოციელდება.
პროექტის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
აღსანიშნავია, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა ათეულობით წელს ითვლის და აღნიშნული საკითხი დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა.
წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური პროექტით, რომელზეც 27 000 000 მლნ ლარი დაიხარჯება, 30 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
საუკუნის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს აღნიშნული სოფლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოსახლეობის კეთილდღეობას.























