15:34 | 2020-03-31 ავტორი: ანეტი მიქელაძე

სიყვარული პანდემიისას – მოხუცები ერთმანეთს ყოველდღე გერმანია-დანიის საზღვარზე ხვდებიან

სიყვარული პანდემიისას – მოხუცები ერთმანეთს ყოველდღე გერმანია-დანიის საზღვარზე ხვდებიან

მოხუცი წყვილი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც მათი ყოველდღიური „საერთაშორისო შეხვედრის“ ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

85 წლის ინგა რასმუსენი დანიიდან და 89 წლის კარსტენ ჰანსენი გერმანიიდან ერთმანეთს ქალაქ ავეტოფთან ხვდებიან – სვამენ ჩაის, საუზმობენ რეკომენდებული დისტანციის დაცვით.

 

På dagens cykeltur lagde jeg vejen forbi Møllehus grænse. Her mødte jeg disse to dejlige mennesker. Hun, 85 år og bor i…

Gepostet von Henrik Frandsen am Mittwoch, 25. März 2020

 

ევროპის შენგენის ზონაში, სადაც აქამდე ნებისმიერ ევროპელს თავისუფალი გადაადგილება შეეძლო, კვლავ შეიქმნა საზღვრები.

 

ეს, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, პირველად მოხდა.

 

წყვილი მაინც არ ნებდება პანდემიას და ერთმანეთს ყოველდღე საზღვარზე ხვდება.

 

ცნობისთვის, გერმანია-დანიის საზღვარი 2 კვირის წინ ჩაიკეტა. გერმანიაში კორონავირუსის 63,000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო დანიაში 2,500.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X