
28 ივნისს “ფარული კონვერტი” ეთერში განსახვავებული ფორმატით გავიდა… შოუში, ზურას გასახსენებლად იყვნენ: ლაშა ღლონტი, დათო არჩვაძე, გია დავითიანი ზურა ხაჩიძე, ოთო ნემსაძე, ქეთი გაბისიანი, გიორგი სუხიტაშვილი, ნანა ცინცაძე, ლევან ჩხაიძე და ციცი ფალავანდიშვილი.
“ქართული ხმების” დაუვიწყარი და გამორჩეული მეორე ხმა, 23 ივნისს, სრულიად მოულოდნელად, ტრაგიკულად გარდაიცვალა. რაჭაზე უზომოდ შეყვარებული მომღერალი, შქმერში, ხევში გადაიჩეხა.
მშობლიურ სოფელ სევაში ძმასთან, ასევე მომღერალ, გივი ბაკურაძესთან ერთად წავიდა. გივი და ზურა განუყრელები იყვნენ, მეგობრული ძმობა ჰქონდათ. ტრაგედიის ადგილასაც ერთად ყოფილან…
წლების წინ, გივი ავტოავარიაში მოხვედრილა და სასწაულებრივად გადარჩენილა. და ახლა, როდესაც მეგობრებმა ზურას უბედურების შესახებ შეიტყვეს, სანამ მაშველები მომღერლის გადარჩენას ცდილობდნენ, ისინი ფიქრობდნენ, რომ ზურაც გამოძვრებოდა…
ლაშა ღლონტი ამბობს, რომ ზურას გარდაცვალებამ მას სიკვდილი გაუადვილა.
„ძალიან დიდი ტკივილია, საშინელებაა, მაგრამ არის ბედნიერება ასე უყვარდე შენს ერს და ამდენი ცრემლი დაღვარო ადამიანმა მეორე ადამიანის გამო.
მინდა მამა, მისი მეგობრები გავამხნევო. მე პირადად ამ ადამიანმა სიკვდილი გამიადვილა, ამიტომ მე სხვა ჭრილში ვუყურებ მოვლენებს, იმდენი მოახერხა ამ ერთმა პატარა რაჭველმა კაცმა“,- ამბობს ლაშა ღლონტი.
ასევე ნახეთ:























