13:51 | 2021-10-12 ავტორი: Prime Time

„სიკვდილიანობა  10-ჯერ შემცირდება… ეს არის ერთადერთი გამოსავალი“ – ბიძინა კულუმბეგოვი 

„სიკვდილიანობა  10-ჯერ შემცირდება… ეს არის ერთადერთი გამოსავალი“ – ბიძინა კულუმბეგოვი 

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, ვაქცინაციის, პირბადის და სოციალური დისტანციის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ - გიორგი ფხაკაძე
2021-10-12საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ - გიორგი ფხაკაძე

 

„სანამ პანდემია მძვინვარებს ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებული სიმძაფრით, აუცილებელია ვაქცინასთან ერთად მუდმივად გვახსოვდეს დისტანცია და პირბადის ტარების მაჩვენებელი.

 

წარმატებული ვაქცინაციის შემთხვევაში, თუ ეს იქნება მოზრდილი მოსახლეობის 80%, გვაქვს შესაძლებლობა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ 5-ჯერ, გარდაცვალებული ადამიანების რაოდენობა 10-ჯერ შევამციროთ.

 

ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რათა ჩვენ პანდემიის მართვის შესაძლებლობა და ბერკეტი ხელში გაგვიჩნდეს. სხვა გამოსავალი, მეტი რეცეპტი არც მსოფლიოს და არც ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია,”- აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X