10:07 | 2021-11-25 ავტორი: Prime Time

სიკვდილით დასჯიან კაცს, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში „კალმარის თამაშის“ ასლი გაავრცელა

სიკვდილით დასჯიან კაცს, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში „კალმარის თამაშის“ ასლი გაავრცელა

ჩრდილოეთ კორეაში ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ქვეყანაში Netflix-ის პოპულარული სერიალის „კალმარის თამაშის“ ასლი გაავრცელა, სიკვდილით დასჯიან. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

გამოცემის ცნობით, იგი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცი ჩინეთიდან ახალი დაბრუნებული იყო. მან სერიალი ჩრდილოეთ კორეაში ფარულად შეიტანა, შემდეგ კი რამდენიმე ასლი სტუდენტებს მიჰყიდა. მამაკაცს დახვრეტა ემუქრება.

 

ასევე ნახეთ: „ბიზნესკლასს აგიღებთ, უკარგეს ბინას გიქირავებთ და გადადით რა მოსკოვში” – ჟორჟოლიანი ქეთი დოლიძეს

 

ამასთან, ერთ-ერთ სტუდენტს, რომელმაც მისგან დისკის ასლი იყიდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, დანარჩენ ექვსს კი შოუს ყურების გამო ხუთი წლით მძიმე შრომა მიესაჯა.

 

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეაში დასავლური და სამხრეთკორეული ფილმების, სერიალების ყურება, მუსიკის მოსმენა და გავრცელება მკაცრად აკრძალულია და ისჯება.

 

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X