
20 წლის კოვიდინფიცირებული ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი ეხმაურება.
არ აიცრათ, რად გინდათ? მერე რა დედების ლოცვები ღმერთთან ვეღარ აღწევს..
20 წლის ადამიანები თვალებს ხუჭავენ სამუდამოდ…
თქვენ დააკაკუნეთ სოც ქსელებში და დაგვწყევლეთ პაციენტები, ძლივს გადარჩენილები, ნაბრძოლები და დაფლეთილები, გვათრიეთ და მოსყიდული მსახიობები გვეძახეთ… ვაი პოეტები და საბრალო მწერლები… თქვენ?
არ აიცრათ, რად გინდათ? თქვენ სოც ქსელებში აკაკუნეთ, ჩვენ დავაკაკუნებთ ყველა კარზე და ჩამოგიგლიჯავთ სიკვდილის შავ დროშებს. თქვენ?
არ აიცრათ, რად გინდათ?
როცა თქვენიანების ლოცვას ვერ გაიგებს ღმერთი, ჩვენ ვილოცებთ თქვენთვის. ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენი სიცოცხლისთვისაც, ჩვენ ვინც ერთმანეთზე ვზრუნავთ, ვამხნევებთ, გვედარდება და გვიყვარს…
დღეს დავმარცხდით თქვენთან ერთით- ნოლი… სიკვდილმა გაგვიტანა საბედისწერო გოლი“, – წერს თანდაშვილი.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓























