00:25 | 2020-08-10 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„სიკვდილზე ვისაუბრეთ, თამარმა სუიციდზე მკითხა… “ – რას იხსენებს ბაჩანა ლობჟანიძე

„სიკვდილზე ვისაუბრეთ, თამარმა სუიციდზე მკითხა… “ – რას იხსენებს ბაჩანა ლობჟანიძე

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს, რომ ლისზე ყოფნის დროს თამარს სიკვდილზე ესაუბრა.

 

„სიკვდილი არის ყველაზე დიდი ილუზია, სანამ დადგება, ის არსებობს ჩვენში და რომ დადგება, ის უკვე აღარ არსებობს. ანუ მეორედ ვეღარ მოვკვდებით, გარდამავალი წერტილია.

 

ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის კიბერ ვერსიის შექმნას გეგმავს
2020-08-09ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილის კიბერ ვერსიის შექმნას გეგმავს

 

რაღაც ფრაზას მოჰყვა ამაზე საუბარი – ადამიანი არის დინებაში და როცა ამ დინებაში ადამიანი გარდაიცვლება, ეს ყველაზე დიდი საშინელება არის-მეთქი, ეს ვუთხარი. თუ ადამიანი გარდაიცვლება უცოდნელობაში, ანუ ცოდნაში ნაკლებობით, ეს მისთვის ყველაზე დიდი საშინელებაა და ამას უკვე სიკვდილზე საუბარი მოჰყვა“, – ამბობს ლობჟანიძე.

 

ე.წ შეყვარებული ასევე იხსენებს, რომ თამარმა მას სუიციდზე ჰკითხა.

 

„თამარმა კითხვა დამისვა, მიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე და პასუხს არ დაელოდა, მითხრა, მე მიფიქრია და მივხვდი, რომ უაზრობააო.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X