16:39 | 2020-05-07 ავტორი: თეონა ყაჭიური

სილამაზის სალონები მტკინვეული საკითხია ჩემთვის – ნათია თურნავა

სილამაზის სალონები მტკინვეული საკითხია ჩემთვის – ნათია თურნავა

„სილამაზის სალონები მტკინვეული საკითხია ჩემთვისაც. ასეთი ადგილები უფრო სარისკოა და დრო არის საჭირო, რომ ყველა შევამოწმოთ“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავრობა მცირე ბიზნესს ყველანაირად ეხმარება.

 

„სილამაზის სალონები მტკინვეული საკითხია ჩემთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სალონები არის დასაქმების ძალიან დიდი სეგმენტი, ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით მცირე ბიზნესს.

 

მინდა რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა. არ გავა ბევრი დრო, სანამ გავხსნით სილამაზის სალონებს.

 

ასეთი ადგილები უფრო სარისკოა და დრო არის საჭირო, რომ ყველა შევამოწმოთ.

 

ვნახოთ მათი მზადყოფნა იმისთვის, რომ თქვენც, მეც და ყველა, ვინც სალონებს მიმართავს, დაცულები იყვნენ“,- ამბობს ნათია თურნავა.

 

როგორც ცნობილია, სილამაზის სალონები 8 ივნისს უნდა გაიხსნას. 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X